გუშინ, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.
“სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, მეც ასე ფანჯრიდან ვაცილებდი და ვეფერებოდი ხოლმე ყოველ დილას. ღმერთო მიცოცხლე ჩემი სიყვარული ბიჭი და მეტს არაფერს აღარ გთხოვ”, – წერია სტატუსში.
შეგახსენებთ, შარტავას ქუჩაზე ავტომობილი 8 წლის ბავშვს გუშინ დაეჯახა.
მოზარდს 8 საათის განმავლობაში 5 ოპერაცია ჩაუტარდა.
მძღოლი გუშინ დააკავეს, დღეს კი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.