საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის, თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე კვირაში მოხდება.
„სულ ცოტა, 76 პარლამენტის წევრის ხელმოწერაა საჭირო, რომ მოხდეს ინიცირება. თავდაპირველად, ერთი თვის განმავლობაში მოეწყობა საყოველთაო სახალხო განხილვები. ამის შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე დაიწყება განხილვა. მიმდინარე სესიაზე უნდა განვიხილოთ ორი მოსმენით და საგაზაფხულო სესიაზე იქნება შესაძლებელი მესამე მოსმენით განხილვა. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც გაითვალისწინებს “ვენეციის კომისიის” დასკვნაში არსებულ სულისკვეთებას,“ – განაცხადა კახიანმა.