LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ მცირე, 8 დაღუპული და ათობით დაშავებული – სამხრეთ აფრიკაში ნავთობმზიდი აფეთქდა

132
FkvQ61dWAAAoBy6

BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგის მახლობლად, ნავთობმზიდი აფეთქდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, საწვავით დატვირთული სატვირთო მეტროპოლიტენის ხიდის ქვეშ გაიჭედა, ბიძგებმა კი საწვავის აალება გამოიწვია.

აფეთქების შედეგად, 100 მეტრის მოშორებით მდებარე საავადმყოფოს შენობის სახურავი ჩაინგრა, რის გამოც საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები