სარაკეტო დარტყმები ჩვენს ქალაქებზე ომის ბოლო დღემდე განხორციელდება. ეს სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, უსაფრთხო ადგილი ახლა არ არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.
“ჯერ კიდევ ბევრი რაკეტაა. ისინი ძირითადად იყენებენ საჰაერო ბაზირების რაკეტებს, რომლებიც უკრაინამ მათ ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე გადასცა. ამაში მდგომარეობს დიდი ირონია.
ასეთი რაკეტა მათ ჯერ კიდევ ასეულობით აქვთ და იმის გათვალისწინებით, რომ სარაკეტო ზალპში როგორც წესი 5-10 რაკეტაა, შეიძლება დავთვალოთ ჯერ კიდევ რამდენი სარაკეტო ზალპი დარჩათ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.