ანჯელინა ჯოლი გამოცემა CR Fashion Book-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესიისთვის მსახიობმა და რეჟისორმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და გრძელი, ხვეული ქერა თმით გამოჩნდა. 49 წლის ვარსკვლავს საკუთარი ბრენდის, Atelier Jolie-ის სამოსი ამშვენებდა.
„მე Atelier Jolie ხელოვანებისთვის შევქმენი, მათ აქ თავი ისე უნდა იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ყველას შეუძლია მოვიდეს აქ და რაიმე შექმნას. წლების განმავლობაში ვადევნებდი თვალს, თუ როგორ მკვიდრდებოდა მოდის ახალი ტენდენციები. მოდა საკუთარი თავის გამოსახატად, არაჩვეულებრივი გზაა“– აცხადებს ჯოლი
ფოტო/ვიდეო: „დედოფალმა გვირგვინი დაიბრუნა“ – ანჯელინა ჯოლის სენსაციური გამოჩენა წითელ ხალიჩაზე
„ბევრჯერ მიღალატეს“ – ანჯელინა ჯოლის გულახდილი ინტერვიუ და საოცარი ფოტოსესია