LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია: ადა მარშანია

151
ად

„პატრიოტთა ალიანსი“ ადა მარშანიამ დატოვა. ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“, – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი.

ადა მარშანიამ ფეისბუქზე 2021 წლის 16 თებერვლით დათარიღებული განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც მან პარტიის თავმჯდომარეს დავით-თარხანმოურავს მიმართა.

„ბატონო დავით, პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო, გადავწყვიტე დავტოვო პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“. – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g