LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულხან მოლაშვილის მამა: ჩემი შვილისთვის პირობა მქონდა მიცემული, მიშას რომ დაიჭერდნენ, 40 დღე მივიდოდი ციხეში და გაზეთებს მივუტანდი – ამას გავაკეთებ

341
ესს

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა აცხადებს, რომ ადამიანებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ, თავის დროზე სულხან მოლაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ ხმა არ ამოუღიათ.

ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

როგორც თამაზ მოლაშვილმა თქვა, 40 დღის განმავლობაში ყოველ დღე მივა რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან და გაზეთებს შეუტანს, რასთან დაკავშირებითაც პირობა წლების წინ შვილს, სულხან მოლაშვილს მისცა.

„როდესაც „რესბალნიცაში” მივდიოდი, ყოველ დღე ჩემი სახლიდან გავივლიდი, გაზეთებს ვიყიდდი, სულხანი მთხოვდა, გაზეთები მინდაო. რომ მივიდოდი, „პერედაჩს” რომ ეძახიან, იქ რომ დამინახავდნენ, ოჰ, ფოსტალიონი მოვიდაო. რიგში, რომ ვიყავი, ვამბობდი, მე აუცილებლად მომიწევს აქ მოსვლა კიდევ, რამდენიმე წლის შემდეგ, მიშას რომ დააპატიმრებენ, მე პირობას ვიძლევი ახლა თქვენს წინაშე- მეთქი.

„20 დღე მშიერ-მწყურვალი იყო, საკვებსაც არ აძლევდნენ, როცა სხვა პატიმარმა გაუნაწილა საკვები, ბადრაგმა პირიდან გადმოაყრევინა“ - სულხან მოლაშვილის მეუღლე

"გაიხსენონ გირგვლიანის საქმე, რობაქიძის დედას ჩახედონ თვალებში და ისე გაიარონ ეს გზა",- აცხადებს მოლაშვილის მეუღლე დღეს დაგეგმილ აქციაზე.

ახლა ორშაბათს, ორი დღის წინ, ავიღე გაზეთები, პირველად მოვხვდი იქ, არც ვიცოდი სად იყო მეთორმეტე დაწესებულება, როგორც იქნა მივაგენი და მიჭირავს გაზეთები ხელში და ოფიციალურად მივედი მისაღებში. მე ვუთხარი, რომ პირობა მაქვს ჩემი შვილის სახელზე, რომ აუცილებლად 40 დღე მიშას გაზეთები უნდა შევუგზავნო. იცით რა მითხრეს? ვერაო, ან ოჯახის წევრი უნდა იყო, ან კიდევ პარლამენტარიო. თანაც რა გაზეთი მიჭირავს იცით? წერია, „თამაზ მოლაშვილი, სურვილი მაქვს მას შევუგზავნო გაზეთები“.

უარი მითხრეს არ მიიღეს, ახლა ვფიქრობ, რა ვქნა, მაგრამ 40 დღე ვივლი, ოდესღაც იმათაც ხომ მოწყინდებათ, იმიტომ, რომ ჩემი შვილის სახელზე პირობა მაქვს მიცემული, ვიძახდი ხოლმე, სულხან, შენს სულს ვფიცავ, მე ამის გამკეთებელი ვარ და ვაკეთებ“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია მთავარი განხილვის თემაა სოციალურ ქსელში.

“სანამ საქართველოში არ დამთავრდება მიტინგზე ფულით მიზიდვების პრაქტიკა, მანამ გაგრძელდება ადამიანების დაფასოება 20, 50 და 100 ლარიან საქონელად” – იაგო ფრანგიშვილი

კავკასიურ ცარცის წრედ იქცევა აქაურობა, სადაც ძალაუფლების მსურველებს საქართველო შუაზე “შემოეგლიჯებათ” – დაჩი გრძელიშვილი

მარიამ გეგუჩაძე: “ცდებით, როცა ამბობთ რომ აქციის მონაწილეებს ან წარსული შეცდომები არ ახსოვთ, ან ვერ ხედავენ…”

ამდენი ხალხი მგონი ნაცების წასვლის მოთხოვნით არ გაერთიანებულა.. აი რა ჩაუტარა ქართულმა ოცნებამ თავისთავს: მაკა ჩიჩუა

“ვერავის ვაძაგებ ვინც მათ მიტინგებს ესწრება. ოცნებამ ეს დაიმსახურა! არათუ ეს, უფრო მეტი…” – მირიან ნიკოლაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g