სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანა მრავალფეროვან პარლამენტსაც მიაღწევს და დამოუკიდებელ სასამართლოსაც.
“ვკითხულობ პოსტებს და ვხვდები, რომ ძალიან დიდ ნაწილს ადამიანებისა, არ უნდა მიხვედრა, რის გამო გავიდა დღეს ამდენი ადამიანი ქუჩაში.
ცდებით, როცა ამბობთ რომ აქციის მონაწილეებს ან წარსული შეცდომები არ ახსოვთ, ან ვერ ხედავენ.
თუ გაინტერესებთ რეალობა, აქციის ნებისმიერ გამომსვლელე მოუსმინეთ. მაგალითად Misha Mshvildadze-ს ან Nika Melia-ს.
დღეს , ამ ქვეყნის სწორ რელსებზე დაყენება შეგვიძლია ჩვენ, მოქალაქეებს . სწორი პოზიციებით, კრიტიკითა თუ პროტესტით.
მრავალფეროვან პარლამენტსაც მივაღწევთ და დამოუკიდებელ სასამართლოსაც. მთავარია რომ ვიბრძოლოთ და არ დავნებდეთ.
და კი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და თავისუფლება მას”,- წერს მარიამ გეგუჩაძე.