LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერმარკეტების ქსელი „იაფი“ თბილისში პირველ ფილიალს ხსნის

1294
203210866-1921658221341369-6742046356445701643-n

იაფი სუპერმარკეტების ქსელი უკვე თბილისშიც გამოჩნდება. კომპანია „იაფის“ რიგით მეორე ფილიალი საქართველოში, ამჯერად, დედაქალაქში 25 ივნისს, 15:00 საათზე იხსნება. მაღაზიის გახსნას მოწვეული სტუმრები და გულშემატკივრები დაესწრებიან, მათ ელოდებათ: წითელი ხალიჩა, საზეიმო ტორტი, სხვადასხვა საჩუქრები და უამრავი აქცია. აღსანიშნავია, რომ ობიექტი წყალტუბოს ქუჩაზე, 24 ა ნომერშია განთავსებული და ადგილზე 10-ამდე ადამიანი დასაქმდება.

შეგახსენებთ, სუპერმარკეტების ქსელი „იაფი“ ახლახან დაფუძნებული კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მთელი შემართებით, ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ერთად, შეეცდება დაიმკვიდროს ადგილი ლიდერთა რიგებში. კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს ხელმისაწვდომ ფასებს, პროდუქტების ფართო არჩევანს და კომფორტულ გარემოს.

„ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი: როგორც სასურსათო, ისე საყოფაცხოვრებო ტიპის პროდუქცია. ასე რომ, მომხმარებელს ძალიან დიდი არჩევანი ელის, როდესაც მოვა „იაფის“ სუპერმარკეტებში“, – აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.

ცნობისთვის, სუპერმარკეტების ქსელ „იაფის“ პირველი ფილიალი გასულ კვირას ქალაქ გორში გაიხსნა და 30-ამდე ადამიანი დასაქმდა. კომპანია მხოლოდ გორის და თბილისის ფილიალზე გაჩერებას არ აპირებს და ქვეყნის მასშტაბით, ამავე ბრენდის ახალი მაღაზიები საკმაოდ მოკლე შუალედებში გაიხსნება. კომპანიას უკვე 6 მიმდინარე პროექტი აქვს. „იაფი“ წლის ბოლომდე 300-ამდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები