სურამში 59 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს და მის დასაკავებლად სამუშაოები მიმდინარეობს.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.
მკვლელობის მოტივად რამდენიმე ვერსია სახელდება, მათ შორის, ერთ-ერთი სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული კონფლიქტია.