LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სურნელი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია განწყობის შექმნის კუთხით და ხშირად გაყიდვების გენერირებაც შეუძლია…“ – ,,არომა მარკეტინგის” დამფუძნებელი ირინა დუმბაძე ,,წარმატების ფორმულაში

39
wartmatebisformula1130

გადაცემის ლაივი LIVE

რა შედეგი მოაქვს წარმატებულ ბრენდინგს, როგორია მრავალმხრივი წარმატების გზა ერთი პერსონის გარშემო?! – გვანცა ლაღიძის კითხვებს, გადაცემაში „წარმატების ფორმულა“ ,,არომა მარკეტინგის, ინსფირეიშენ მარკეტინგის, პერსონისტის” დამფუძნებელი – ირინა დუმბაძე უპასუხებს.

– ირინა, ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი არის დაკავშირებული თქვენს სახელთან, დღითიდღე იზრდება თქვენი აქტივობა და სარგებელი თქვენი საქმიანობის. მოგვიყევით ამ ეტაპზე რა სიახლეებია თქვენთან,

– ჩემი ბოლო სიახლე გახლავთ ის, რომ ძალიან საინტერესო თემაში შევედი. აღმოვჩნდი კორპორაციულ კულტურაში  შიგნით და არა გარეთ, აქამდე უფრო კონსულტანტის როლში ვიყავი და უფრო გარეგანი იყო ჩემი ჩარევა. ჩემი საკონსულტაციო კომპანიით შევუერთდი m²-ის არაჩვეულებრივ გუნდს, როგორც ბრენდის დეპარტამენტის განვითარების ხელმძღვანელი. ძალიან ბევრი საინტერესო ინსტრუმენტის გამოყენებას ვგეგმავთ იმისთვის, რომ ეს ძალიან კარგი ბრენდი კიდევ უფრო განვითარდეს.

– დიდია პერსონალური ბრენდინგის მნიშვნელობა. ძალიან საინტერესოა საკუთარი პერსონის შექმნის ეტაპები. საკუთარ მაგალითზე გვითხარით, როდის იპოვეთ თქვენი პერსონა ?

– საკუთარი პერსონა ბოლომდე აღმოვაჩინე მაშინ, როდესაც გავაცნობიერე ის ღირებულებები, რაც არის ურყევი და რასაც არასდროს  გადავალ. არის რამდენიმე ისეთი ღირებულება, რაც პერსონის იდენტურობას ქმნის და რა თქმა უნდა, ჩემი პერსონა ვიპოვე მაშინ, როცა გავაცნობიერე ჩემი როლი და შესაძლებლობები ამ ცხოვრებაში.

– პერსონისტის დაფუძნების საჭიროებაზე და მნიშვნელობაზე ვისაუბროთ…

– ზოგადად, ჩემი გამოცდილება მრავალწლიანია თვითონ ბრენდინგში და კომპანიებისთვის ბრენდის სტრატეგიის შემუშავებაში, თუმცა ამასთან ერთად მქონია არაერთი პროექტი, რომელიც ადამიანის და პერსონის განვითარებას ეხებოდა. თვითონ პერსონალური გეგმის შექმნას და განვითარებას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს. თუმცა, ძირითადად, ამის მიზეზი გახლავთ მომენტი, როდესაც ადამიანი იაზრებს, რომ ყველაზე დიდი პლატფორმა სწორედ ის არის, ენდობა მხოლოდ საკუთარ თავს და სჭირდება, რომ თავად იყოს კარგად ფორმირებული. ამის შემდეგ, იწყებს ფიქრს საკუთარი თავის განვითარებაზე, რომ უფრო მკაფიო გახადოს საკუთარი პერსონა, იმისთვის რომ უფრო ადვილად მოიპოვოს ცხოვრებაში სასურველი პოზიცია. ასეთ დროს კი საჭიროა საკუთარი პერსონის გარკვეულწილად შეფუთვა, შემდეგ ამის სწორად წარმოჩენა. მაგალითად, პერსონალური ბრენდინგი არის ლიდერობის ერთ-ერთი ფორმა. როდესაც ლიდერი ხარ, ერთგვარი ვალდებულებაა  მკაფიო იყოს შენი პიროვნება.

– საქართველოში თუ არის მოთხოვნადი ეს მიმართულება?

-დიახ, ნამდვილად მოთხოვნადია, უბრალოდ ზოგჯერ არ ხდება მისი შინაარსის სწორი გაგება, ეს არ არის მხოლოდ პოპულარობისკენ მიმართული საქმიანობა, ეს არის უფრო ხანგრძლივი, შორს მიმავალი პროცესი. შენ გაბარია შენი თავი და მუდმივად მის დახვეწასა და განვითარებაში ხარ .

– აღნიშნეთ რომ პერსონის განვითარება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, თუმცა თქვენ შეიმუშავეთ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მოკლე დროში არის ეს ყველაფერი შესაძლებელი. რაში მდგომარეობს ამ მეთოდის შინაარსი?

– ამ მეთოდის ჩამოსაყალიბებლად მე შევისწავლე ქოუჩინგის მთელი მიმართულება. პერსონალურ ბრენდინგში პირველი ეტაპია-თვითგამორკვევა. გააზრება თუ ვინ ხარ რეალურად და რა გინდა. ამ პროცესის დროს ხდება მთავარი ხიდის გავლება, რომელსაც მივყავართ იმ პიროვნებამდე, ვინც ვართ ჩვენი შესაძლებობებიდან, რესურსებიდან და იდენტობიდან გამომდინარე.

შევქმენი 4 დღიანი პროგრამა. პირველი შეხვედრისას, ძირითადი დრო ეთმობა ქოუჩინგური მეთოდით იმის აღმოჩენას, თუ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, რატომ და ზოგადად რა ღირებულებები გვაქვს. ვსაზღვრავთ ჩვენს ცხოვრებისეულ მისიას. მეორე დღეს, ჩვენი შემეცნებიდან გამომდინარე ვქმნით ჩვენი ბრენდის, პიროვნების პლატფორმას. ვიაზრებთ რა არის ჩვენი უნიკალურობა,  რა ბენეფიტები მოგვაქვს საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის და ერთად ვალაგებთ ამ ყველაფერს. მესამე შეხვედრისას, იწყება საკუთარი ბრენდ სთორის შექმნა, რომელიც ავტობიოგრაფიასთან არის ახლოს, თუმცა არის გადაფუთული, რადგანაც  ავტობიოგრაფია არის სხვა და ბრენდინგი სხვა. შემდეგ უკვე იწყება მეოთხე ეტაპი, სადაც ჩვენ ვიწყებთ 3-6 თვიანი გეგმის შედგენას და საბოლოოდ ვახდენთ ამ ყველაფრის გამოყენებას სასურველი შედეგის მისაღწევად.

– უამრავი პროექტიდან გამომდინარე როგორ ახერხებთ დროის მენეჯმენტს ?

დროის მენეჯმენტს განაწილების პრინციპით ვახერხებ, მეხმარება თანამშრომლების საქმეში ჩართულობაც. ასევე, შაბათ-კვირასაც ჩართული ვარ სამუშაო პროცესში.

– რამდენად გეამაყებათ საქართველოში ,,არომა მარკეტინგის” დაფუძნება?

– ძალიან მეამაყება. ჩემს საუკეთესო მეგობართან, ნათესავთან და პარტნიორთან ერთად დავიწყე ეს ბიზნესი, რომელიც დღესაც გვაქვს. თავიდან იყო საკმაოდ რთული. შემოვიყვანეთ გერმანული კომპანია, რომელსაც ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია აქვს. ჩვენი უპირატესობა იყო ის, რომ ამას ვუდგებოდით მარკეტინგულად. თუ არსებობს ბრენდის სიტყვიერი დაპირება, რომელიც უნდა შესრულდეს ოპერაციულ დონეზე, რატომ არ შეიძლება დაპირება სურნელმა გადმოსცეს?! ძალიან ბევრნაირი განწყობის შექმნა შეუძლია სურნელს. ბევრი ფუფუნების ნაწილად აღიქვამს ამ ყველაფერს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სურნელი განწყობის შექმნის და ხშირ შემთხვევაში გაყიდვების გენერირების მხრივაც, მაგალითად, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტს.

– რა თვისებების მიხედვით არჩევთ საქმიან პარტნიორებს ?

– პარტნიორი პირველ რიგში უნდა იყოს კულტურული, უნდა ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ასევე ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსებთან დამოკიდებულება. ყურადღებას ვაქცევ გამოცდილებას და პროფესიონალიზმს.

– როდის გებადებათ ამდენი კრეატიული იდეა?

– რადგან მე თვითონ კარიერა დაწყებული მაქვს საკონსულტაციო ბიზნესში, ჩემი ძლიერი მხარე არის იდეების გენერაცია. მუდმივად ვფიქრობ ახალ პროექტებზე.

– რას არ პატიობთ გუნდს საქმის კეთებისას?

ზოგადად ძალიან ლოიალური ადამიანი ვარ, თითქმის ყველაფრის პატიება შემიძლია.

-სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს?

– გააჩნია გადაწყვეტილებას, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიდ დროს ვანდომებ. ხშირად ვენდობი ინტუიციას.

ბლიც-კითხვები:

– მისაბაძი პერსონა მსოფლიო მასშტაბით…

-ანგელა მერკელი.

ფრაზა, რომელიც გამხნევებს…

-რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.

-როდის ახერხებთ განტვირთვას და სად?

-მეგობრებთან ერთად ბუნებაში სეირნობისას.

– ტანსაცმლის საყვარელი ბრენდი…

-ამ ეტაპზე Nike-ის ბოტასები მაქვს ამოჩემებული.

-საყვარელი კერძი…

-ძალიან მიყვარს სუში.

-ვინ არის თქვენი საუკეთესო მრჩეველი?

-ჩემი მეგობრები.

-აზრი, რომელიც ახლა გებადება…

-თავისუფლების ბურთები.

-რას ეტყოდი ქართველ ერს მეტი განვითარებისთვის?

-ქართველ ერს სჭირდება მეტი ლოიალობა, მეტი განათლება და მეტი გარჩევის უნარი, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე.

-საყვარელი მიმართულება ხელოვნებაში…

მხატვრობა და ლიტერატურა.

-ცნობილი ბიზნესმენის საქმიანი ცხოვრება, რომელიც ინსპირაციად იქცა შენთვის…

-ილონ მასკი.

-რას დახატავდი გადაცემაში წარმატების ფორმულა, რასთან ასოცირდება?

-რატომღაც ქოლგა მომივიდა აზრად.

-საკუთარ მაგალითზე მოგვიყევი, რა არის ის მთავარი თვისებები, რომელიც უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა წარმატების მისაღწევად ნებისმიერ სფეროშო?

-ინტერესი, რომ მაქსიმალურად დასძლიო სურთულეები შენს სფეროში და რა თქმა უნდა, მიზანმიმართულობა.

  

 

  

 

  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები