სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ლეშებს დეზინფექციები უტარდება და მისი თქმით, არავითარი საშიშროება რაიმე ინფექციურ დაავადებასთან არ გვაქვს.
გაბრიელ ჩიკვაიძე ამბობს, რომ ხეობაში მხოლოდ და მხოლოდ ორი ლეშია ნაპოვნი.
თემურ მღებრიშვილი – სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია
„ყოველდღიურად მიმდინარეობს მდინარის და მდინარის ხეობის დათვალიერება. როგორც კი შევნიშნეთ დაცემული ცხოველის ლეში, იმ წამსვე რაიონის თვითმმართველობამ გამოყო შესაბამისი ტექნიკა და შევუდექით იმ ლეშების ამოღებას ხეობიდან. არ არის დიდი რაოდენობით, მხოლოდ და მხოლოდ ორი არის ნაპოვნი. ლეშებს დეზინფექციები უტარდება, არავითარი საშიშროება რაიმე ინფექციურ დაავადებასთან არ გვაქვს“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.