LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიის ეპიცენტრში ნაპოვნ ცხოველთა ლეშებს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, სპეციალური ვეტერინარული წესით მარხავენ

252
ცხოველები

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში დახოცილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეშის ამოღება და ვეტერინარული ზედამხედველობით შესაბამის ორმოში განთავსება ხდება.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, რეგიონში ინფექციური დაავადების გავრცელება მოსალოდნელი არ არის.

„სტიქიის ზონაში დაფიქსირდა რამდენიმე ერთეული მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი, რომელიც მეწყერსაშიში ზონიდან არის გამოტანილი და მოხვდნენ მდინარის ხეობაში. ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახური ახორციელებს ამ ცხოველების ლეშის ამოღებას და შესაბამის ორმოში განთავსებას ვეტერინარიული ზედამხედველობის ქვეშ. იქ უკეთებენ დეზინფექციას. პრევენციის მიზნით ვიღებთ 10 მასალას ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის.

რეგიონი სუფთაა სხვადასხვა ინფექციური დაავადების მიმართ. არაა რაიმე სახის დაავადების კერა, არ გამოიხატება დაავადების მიმართ რაიმე სახის დამახასიათებელი კერა, მაგრამ ჩვენ პრევენციის მიზნით მაინც ვიღებთ და ვაგზავნით ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის.

არ არის დიდი რაოდენობით, ერთეული შემთხვევებია, მაგრამ ამასაც მაინც სანიტარული ნორმების დაცვით უნდა ამოღება და განთავსება. მეპატრონეებთან გვქონდა გასაუბრება და როგორც გვეუბნებიან, დიდი რაოდენობით არაა, ერთეული შემთხვევებია, შეიძლება, სამი, მაქსიმუმ ხუთი იყოს დაკარგული. აბსოლუტურად არ ახასიათებს არცერთი სახის დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. სტიქიის ზონაში არიან დაზიანებული, დამხრჩვალი და შემდეგ უკვე მოხვედრილია მდინარეში“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, გაბრიელ ჩიკვაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები