LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 100-მდე ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

81
273319645-4819855798050277-9006324891158360879-n

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები, საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, ინსექტირების პარალელურად, აქტიურად ამოწმებენ, აქვს თუ არა ობიექტებს Haccp-ის (კრიტიკული ანალიზისა და საკონტროლო წერტილების) სისტემა დანერგილი. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს ბაზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 10 000-მდე ობიექტი, რომლებისთვისაც სავალდებულოა HACCP-ის სისტემის დანერგვა.

„სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამ დროისთვის გაცემულია 1000-ზე მეტი რეკომენდაცია. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მითითებების შეუსრულებლობისთვის 100-მდე ბიზნესოპერატორი (მათ შორის 48 დედაქალაქში) დაჯარიმდა. ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, Haccp-ის პრინციპების დანერგვა 2021 წლის 1-ელი ივნისიდან არის სავალდებულო. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს-სექტორსა და გაერთიანებებთან, მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები