სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სექტემბერში 15-მდე სკოლის კვების ობიექტი შეამოწმა. შემოწმებული 15-მდე სკოლის კვების ობიექტიდან აჭარაში ერთი – ქობულეთის მე-2 სკოლის კვების ობიექტი დროებით დაიხურა, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ სამუშაო საქმიანობა იქ განახლებულია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 494 სკოლის სასადილო შემოწმდა. შემოწმებისას 3 სკოლის კვების ბლოკში აღინიშნა შეუსაბამობები (გამწოვი სისტემების გაუმართაობა, რეცხვა-დეზინფიცირების სისტემის და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა), რის გამოც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციების და მითითებების გათვალისწინების შემდეგ სამივე ბიზნესოპერატორმა საქმიანობა უკვე განაახლა.