სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა მოხუცთა პანსიონატში მცხოვრები ბებია-ბაბუების საახალწლო სურვილების ფოტოები.
ინიციატივა საქართველოს უნივერსიტეტს ეკუთვნის.
“საახალწლოდ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში არსებულ ერთ-ერთ მოხუცთა პანსიონატს დავკავშირებოდით და გაგვეგო, რას ნატრულობდნენ ჩვენი საყვარელი ბებია-ბაბუები. ამ მოხუცებს რთულმა ცხოვრებამაც კი ვერ დააკარგვინა ახალი წლის რწმენა. საახალწლო სურველების ჩამოწერისას ისინი პატარა ბავშვებივით იყვნენ გახარებულები.
მათი დაწერილი სურვილების ნახვას თავადვე შეძლებთ. მეგობრებო, შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად გაახარეთ მოხუცების გულებში მცხოვრები ბავშვები.
გთხოვთ, ფოტოს ქვემოთ, კომენტარებში დააფიქსიროთ, რომ აპირებთ მათი სურვილების შესრულებას, რათა საჩუქრები თანაბრად გადავანაწილოთ და არავინ დარჩეს მათ გარეშე.
რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი სურვილების გარდა, შეგიძლიათ საჩუქარი საკუთარი გემოვნებითაც შეარჩიოთ და დეკემბრის ჩათვლით, დატოვოთ საქართველოს უნივერსიტეტში, პირველ სართულზე (კოსტავას 77ა). გთხოვთ, საჩუქარს დააწერეთ ადრესატის გვარი.
ჩვენ, ნორმების დაცვით, ვუზრუნველვყოფთ საჩუქრების პანსიონატში მიტანას”,-აღნიშნულია საქართველოს უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე.