LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისურვე და აგისრულდება – ონლაინ მაღაზია ,,ისურვემ“ პანსიონატ ,,თაობათა კერას“ საჩუქრები გადასცა

206
Untitled

ტექნიკის, ხელსაწყოებისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიამ www.isurve.ge სიღნაღის რაიონში, სოფელ ბოდბისხევში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პანსიონატს – ,,თაობათა კერას“, საჩუქრად მსხვილი ტექნიკა გადასცა. თავშესაფარში 40 – მდე ბენეფიციარი ცხოვრობს.

როგორც თავშესაფრის დირექტორი, ქეთევან ლეკვეიშვილი აღნიშნავს, ბენეფიციარებისთვის საზოგადოების გვერდში დგომა ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. ამიტომ, ,,ისურვე“ გადაცემა ,,პოსტ ალიონთან“ ერთად, ,,თაობათა კერისთვის“ კიდევ არაერთ საქველმოქმედო პროექტს გეგმავს, სადაც ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ჩაერთოს და პანსიონატის მაცხოვრებლებს დღეები გაუხალისოს.

ცნობისთვის, www.isurve.ge არის ონლაინ მაღაზია საუკეთესო ფასებით, განვადების სერვისითა და უფასო მიწოდებით მთელ საქართველოში. აღსანიშნავია, რომ კომპანიას უკვე 240,000+ კმაყოფილი კლიენტი ჰყავს. ის მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს: ხელსაწყოებს, ტექნიკას, სახლისთვის წვრილმანებს, ჭურჭელს, მობილურებს, თავის მოვლის საშუალებებს, აუზებს, ავტონაწილებს და სხვა უამრავ რამეს – ფაქტობრივად, ყველაფერს, რაც ადამიანს ყოველდღიურ, თუ არაყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება.

isurve.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები