სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს. პორტალ “კვირას”ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა. პრემიერმა შესაბამის ბრძანებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა.
ალეკო ტაბატაძე ამ დრომდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, იქამდე კი მას შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.