სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, მამუკა მდინარაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს.
უწყების ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა.
სუს-ის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.
მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა 6 წლის ვადით დაიკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს სუსის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის…
Posted by სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia on ოთხშაბათი, 03 სექტემბერი, 2025