მას შემდეგ რაც სუს-ის უფროსად პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა, მისი მოადგილეების თანამდებობებზე დარჩენის ან შეცვლის გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო. დღეს ეს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეებად ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შენგელი ფიცხელაური და გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნენ.
სუს-ის მოადგილეები ამ დრომდეც იკავებდნენ აღნიშნულ თანამდებობებს, თუმცა დადასტურება ოფიციალური ბრძანებით იყო აუცილებელი.
არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2019 წლის 19 იანვრიდან მუშაობს. მანამდე, 2017 წლის ნოემბრიდან შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
შენგელი ფიცხელაურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ის 2019 წლის 7 მაისიდან მუშაობს, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2019 წლის 11 ოქტომბრიდან მუშაობს გიგა ნიკოლეიშვილიც, რომელიც 2016-2017 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, 2016 წელს კი მერიის ადმინისტრაციის უფროსი იყო.