LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება

858
lll

გავრცელებული ცნობით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი იქნება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის ახალ თანამდებობაზე უახლოეს დღეებში წარადგენენ.

გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ამ ეტაპზე ვაკანტურია, რადგან მისი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური შსს-ში ინაცვლებს. მთავრობის საკადრო ცვლილებების შედეგად, გომელაური შსს-ს მინისტრად ინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g