LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ ოძისის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

128
მავთულხლართები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

სუს-ის ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის…

Posted by სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia on Friday, September 15, 2023

 

 

magti 5g