LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

99
ნიკოლოზ გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თელავში მცხოვრები ნ.გ დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას“ სუს-ში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ნ.გ-ს გამოძიება საქართველოს სსრკ 236 მუხლის მეხუთე ნაწილით ედავება და აღნიშნული საქმე გამოყოფილია იოსებ გოგაშვილის ბრალდების საქმესთან.

ნიკოლოზ გოგაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილიც ავრცელებს და წერს, რომ ბიძამისის დაკავების შესახებ, სუსის გამომძიებელმა, თემურ ასანიძემ მათ ადვოკატს შეატყობინა.

„ამის შემდეგ ვცდილობ ასანიძესთან დაკავშირებას, რომ დავაზუსტოთ ოჯახის წევრებმა ახლა სად იმყოფება ნიკა, სუსში მიიყვანეს თუ სადაა. დავუკავშირდი ტელეფონის ნომერზე თემურ ასანიძეს, არც მიპასუხა ისე დაბლოკა ჩემი ნომერი, ამის შემდეგ 5 სხვა ნომრიდან ვცადე დარეკვა და აღარ იღებს.

ეს ის თემურია, დედაჩემი 16-ში ცუდად რომ გახდა და სასწრაფოს გამოძახების უფლებას რომ არ აძლევდა, ექიმს მამაჩემისა და ჩემი ძმების გასინჯვის უფლება რომ არ მისცა. თემურ, ფაქტები რჩება და როცა სამართლიანობა მოგაკითხავთ, გრიგოლი ვეღარ გიშველით და ვერც ჩემი ნომრის დაბლოკვა. აუცილებლად აგებთ პასუხს უკანონო ქმედებების გამო!“– წერს „ფეისბუქზე“ ნინი გოგაშვილი.

.

 

 

magti 5g