მადონა არ ჩერდება. „პოპის დედოფალმა“კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც უჩვეულოდ ცეკვავს.
ცნობისთვის, 64 წლის მადონა „გრემიზე“ გამოჩენის შემდეგ, გარეგნობის რადიკალურად ცვლილების გამო მწვავედ გააკრიტიკეს. თუმცა, როგორც ხედავთ, მას საზოგადოების აზრი სრულებითაც არ აღელვებს და მუდამ იმას აკეთებს, რაც სურს.
„სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ“, „და რისი გამოხატვა სურს ამით?“, „ჰიჩკოკის ჟანრია“, – წერენ კომენტარებში.
სხვათა შორის, „გრემიზე“ გამოსვლის შემდეგ, საზოგადოების კრიტიკას მადონამ ღიად უპასუხა.
„იმის მაგივრად, რომ ჩემს გამოსვლაზე გაემახვილებინათ ყურადღება, ისინი ჩემი გარეგნობის კრიტიკას შეუდგნენ. ეს დასანანია, მე კვლავ ,,ასაკთმოძულეობას” ვაწყდები“, – განაცხადა პოპის დედოფალმა.
ვიდეო: მადონა „გრემიზე“ მათრახით გამოჩნდა – 64 წლის პოპის დედოფალი ბრწყინვალე ფორმაშია