LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გენერალური რემონტი სახეზე“ – 64 წლის მადონას 35 წლიანი ტრანსფორმაცია და პოპის დედოფლის პასუხი კრიტიკაზე

280
Untitled.pngfggfgf

„გენერალური რემონტი სახეზე“ – აღნიშნული სათაურებით დასავლური მედია მას შემდეგ აჭრელდა, რაც 64 წლის პოპის დედოფალი „გრემის“ დაჯილდოებაზე რადიკალურად შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. ეს მადონას პირველი გამოჩენა იყო წელს სცენაზე. მის „ლუქსა“ და ვიზუალს მართლაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ვიდეო: მადონა „გრემიზე“ მათრახით გამოჩნდა – 64 წლის პოპის დედოფალი ბრწყინვალე ფორმაშია

უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ მადონა „ინსტაგრამ“ ფილტრების დიდი მოყვარულია, თუმცა სცენაზე, ყოველგვარი ფილტრის გარეშე ის მაინც საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ყოველივე ამან კი საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა იმისა, რომ ვარსკვლავმა პლასტიკურ ოპერაციებს მიმართა. საზოგადოების კრიტიკას მადონამ ღიად უპასუხა.

„იმის მაგივრად, რომ ჩემს გამოსვლაზე გაემახვილებინათ ყურადღება,  ისინი ჩემი გარეგნობის კრიტიკას შეუდგნენ. ეს დასანანია, მე კვლავ ,,ასაკთმოძულეობას” ვაწყდები“, – აცხადებს პოპის დედოფალი.

მადონა მსოფლიო ტურნეს სკანდალური ვიდეოთი აანონსებს – გამოიცანით ვის კოცნის „პოპის დედოფალი“

მერე რა რომ ფილტრია – 64 წლის მადონა შოკისმომგვრელად კარგად გამოიყურება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები