LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუვენირები მხოლოდ მათთვის, ვისაც უყვარს რაჭა და რაჭველები – 60 წლის მხატვარმა თიხის სახელოსნო გახსნა

282
ff

სუვენირები მათთვის, ვისაც უყვარს რაჭა და რაჭველები – 60 წლის მცირე მეწარმე გიორგი ალავიძე თიხის ჭურჭელს ამზადებს.

ალავიძე რაჭაში, ამბროლაურში დაიბადა და გაიზარდა. თიხაზე მუშაობა ბავშვობაში, სახლთან ახლოს, პატარა სახელოსნოში ასწავლეს, რის შემდეგაც სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, მხატვარ-კერამიკოსი გახდა და უკან ამბროლაურში დაბრუნებულმა, თიხის ჭურჭლის წარმოება დაიწყო.

მას შემდეგ, რაც მის პროდუქციაზე ადგილობრივი სუვენირების მაღაზიებში მოთხოვნა გაიზარდა, მცირე მეწარმეს რამდენიმე სახეობის დანადგარი დაჭირდა, რომლებიც მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, მოპოვებული გრანტით შეიძინა და საკუთარი სახელოსნოც გახსნა.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებ დაკავშირებულია რაჭის თემატიკასთან. ვისაც უყვარს რაჭა და რაჭველები, ჩემი დამზადებული სუვენირები ყველას მოეწონება“, – ამბობს გიორგი ალავიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g