ყველგანმავალი Suzuki Jimny მცირე შესვენების შემდეგ ევროპულ ბაზარს უბრუნდება. ამჯერად ეს იქნება კომერციული ავტომობილი, რაც იმას ნიშნავს რომ მკაცრი ეკოლოგიური ნორმების დაცვა აუცილებელი აღარ იქნება. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე Suzuki სამგზავრო ტრანსპორტის სიიდან სწორედ გარემოს დაბინძურების გამო ამოიღეს.
კომერციული Suzuki Jimny – ეს არის ორი წინა სავარძელი და 33 ლიტრის მოცულობის საბარგული. ფურგონის მაჩვენებელი 863 ლიტრია, ხოლო სამგზავროს შემთხვევაში მაჩვენებელი მხოლოდ 830 ლიტრი იყო. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ორ მოდელს შორის დიდი სხვაობა არ არის გათვალისწინებული.
Jimny–ს კაპოტის ქვეშ „ატმოსფერული“ 1,5 ძრავი იქნება მოთავსებული და 102 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. გადაცემათა კოლოფი – უალტერნატივო 5–საფეხურიანი „მექანიკაა“.
ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო ჯარიმა რომ არ გადაეხადა, კომპანიამ გადაწყვიტა მოდელი სამგზავრო ტრანსპორტის სიიდან ამოეღო და ფურგონად გადაექცია.
შედარებისთვის, თუკი სამგზავრო მოდელებისთვის გამონაბოლქვის მაქსიმალური მაჩვენებელი კილომეტრზე 95 გრამია, ფურგონების შემთხვევაში მოთხოვნა – კილომეტრზე 147 გრამს შეადგენს.