LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სვანეთში სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად მთამსვლელი გარდაიცვალა“ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

179
სვანეთი - მთამსვლელის გარდაცვალება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მწვერვალ შხელდაზე ერთ-ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად გადმოიყვნეს მესტიაში.

მათივე ცნობით, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოპულარულები