LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანი რომ იყოს ხატზე დავაფიცებდით – ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გარანტიაზე

207
სააკაშვილიიოსელიანი

სვანი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი ხატზე დავაფიცებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ამანაც არ იმუშაოს – ამის შესახებ ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გარანტიებზე საუბრისას განაცხადა.

თქვენ ხომ იცით, რომ ყველაზე კარგად მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი იცნობენ ერთმანეთს და იცნობდნენ იმ დროიდან, როცა ჩვენ არც ვიცოდით რომ მათ ჰქონდათ ურთიერთობა. ეს დაიწყო ალბათ როცა მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი ან შეიძლება მანამდეც. მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორი გარანტია უნდა გასცეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის იქნება დამაჯერებელი, რომ ის პოლიტიკიდან მიდის. სვანი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი ხატზე დავაფიცებდით მაშინ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ამანაც არ იმუშაოს. მე ერთი რამ ვიცი, მას შეუძლია იმის მოფიქრება, როგორი გარანტია იყოს ეს და მას შეუძლია მისცეს ეს ბიძინა ივანიშვილს. როდესაც ის თავისი ოჯახის წევრების და ადვოკატების მეშვეობით ახმოვანებს ამ გზავნილს, მოფიქრებულიც აქვს როგორი გარანტია იყოს ეს, მაგრამ ეს იცის მან. ეს საკითხი არის, რომელიც მან წამოსწია, ჩვენ ხომ არ მოგვიგონია. “ნაციონალური მოძრაობა” რომ ამას ეწინააღმდეგება, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ შენ გინდა რომ მიხეილ სააკაშვილი დაიტოვო ლიდერად, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ ხედავ შენს პოლიტიკურ წარმატებას და მისი ციხიდან გათავისუფლება არც ისე გინდა, როგორც ამას ახმოვანებ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა “ტვ პირველის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g