LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული” – ნანა გეგეჭკორი

666
nana-gegechkori-b-h-2020-10-27-05-32-54-644689

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სამართალდამცველებს მიმართავს.

გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ იმ ადამიანების ნაწილი, რომელებიც ცივი წყლის ჭავლით დასველდნენ შეიძლება უკვე ინფიცირებულებიც კი იყვნენ.

ექიმი სთხოვს სამართალდამცველებს ნუ მოკლავენ მათ.

“ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, თქვენ ქვეყნის და ადამიანების დასაცავად დაგიქირავათ საზოგადოებათ. მათ შორის იმ ადამიანებმაც ვისაც პანდემიის პიკზე, ნოემბრის ცივ ღამეს ცივი წყლის ჭავლით დევნით…
სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ვიდრე იმათ ვინც ამ დანაშაულს თვალს თბილი ოთახებიდან ადევნებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში. საქართველოში, უკვე არც ერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი დაავადებულების მისაღებად. თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ-ერთი, ვისაც ხვალ დახმარება დასჭირდება და ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი უბრალოდ გადავსებული იქნება.
ვერ იცხოვრებთ ამ ცოდვით, ვერ გაუსწორებთ თვალებს თქვენს შვილებს!!!
ეხლა, მშიერი, გადაცივებული, უფლებაწართმეული, დასტრესილი ადამიანების დევნა მკვლელობაზე შეგნებულად წასვლაა!
გთხოვთ, ნუ მოკლავთ ადამიანებს!!!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g