მსოფლიოს მასშტაბით საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და გლობალური დასაქმების ბაზარი მუდმივად ითხოვს ტექნოლოგიური მიმართულებით კვალიფიციურ კადრებს. ეს ტენდენცია საქართველოშიც, განსაკუთრებით მკვეთრად, ბოლო რამდენიმე წელია შეინიშნება, თუმცა ტექნოლოგიური პროფესიები ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით სათანადოდ არ არის ათვისებული და შესაბამისად, ტექნოლოგიური სპეციალისტების დეფიციტია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, „მეიქინგ საიენს სვიფტმა“ (Making Science Sweeft) იუსეიდის პროგრამა „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით , აქსელერაციაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში არსებული კადრების კვალიფიკაციას, შრომის ბაზარზე პროგრამის მონაწილეების დასაქმების მაჩვენებელს და ქვეყნის ეკონომიურ კეთილდღეობას გაზრდის.
7 თებერვლიდან გამოცხადდა მიღება აქსელერაციის პროგრამაზე. პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა აიტი და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდნენ.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ,ვისაც საბაზისო ცოდნა აქვს აიტი ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
დაინტერესებულ პირებს ვებგვერდზე https://sweeftdigital.com/ შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია.