LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორად დანახული დინამიკა – გიორგი მარგველაშვილი სამი პრეზიდენტის შეთავაზებულ ფორმატზე

201
სააკაშვილი, ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, პრეზიდენტი, პრეზიდენტები

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას შერიგებათან დაკავშირებით პესიმიზმით და იმედით უყურებს.

ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, ‘მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

“იმედი მაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ნაბიჯებს გადადგამს. პესიმიზმი მაქვს იმ მიმღებლობის, რაც ამ ნაბიჯებს შეიძლება ჰქონდეს “ქართული ოცნების” მხრიდან” – აღნიშნავს მეოთხე პრეზიდენტი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით ეს როგორც დასაწყისი, სწორად დანახული დინამიკაა.

“ეს არის განცხადება, განცხადებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული სამოქმედო ტაქტიკა”. – აცხადებს მარგველაშვილი

მეოთხე პრეზიდენტის თქმით, 3 პრეზიდენტის შეხვედრა უმჯობესია, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.

“ძაან ადეკვატურია ასე გახსნა, პოლიტიკურ წონას წევ, კონსენსუსის პრეცენდენტს ხსნი, თან არა ერთმანეთის მოკავშირეების, ერთად ყოფნის პრეცენტენტს ქმნი და ამ პრეცენდენტს აჩვენებ”, – ამბობს მარგველაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალებას არ ითხოვს.

mazda magti 5g