„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებიან.”
როგორც უდუმაშვილმა თქვა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და საზოგადოებას პირდაპირი გზავნილი გაუგზავნა, არ ვაპირებ არავითარი შეთანხმების გაფორმებას ოპოზიციასთან და არავითარი შეთანხმების მიღწევასო. ეს განცხადება უდუმაშვილმა მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით კომენტირებისას თქვა.
“პოლიტიკურ პატიმრებს საპყრობილეში ტოვებენ. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, სულ სხვაგან მიიღეს. სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა დღეს ჩვენთვის მთავარი სიგნალი იმისთვის, მივდივართ თუ არა შეთანხმებისკენ თუ პირიქით-დაპირისპირებისკენ.
როგორც ჩანს, ხელისუფლებამ თავისი გზა აირჩია. ჯერჯერობით, ის არ აპირებს არც ერთი ნაბიჯის გადადგმას იმისკენ, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს. ბუნებრივია, „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეებში რჩებიან“, – განუცხადა “პალიტრანიუსს” ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.