LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ამბობენ, მელია პატიმრობაში უნდა იყოსო, რომ ჩემი თავისუფლებით ივაჭრონ- გამორიცხულია! მივმართავ ყველა ჩემ მეგობარს, ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდნენ: მელია

46
ნიკა მელია სასამართლო დარბაზში 2

„ახლა სხვა სიმაღლე დაიპყრეს, ახლა ამბობენ, მელია პატიმრობაში უნდა იყოსო, რომ ჩემი თავისუფლებით ივაჭრონ. გამორიცხულია! მივმართავ ყველა ჩემ მეგობარს, კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა და ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდნენ და ისტორია არ გავაყალბოთ,” – ამის შესახებ ნიკა მელიამ სასამართლო დარბაზში განაცხადა. 

მელიას ტყვეობიდან დავიხსნით, სამაგიეროდ 20 ივნისის დამნაშავეები ამნისტიის ქვეშ მოვაქციოთ, გთხოვთ ეს არავინ მაკადროთ. თუ უნდათ ჩემი გამოშვება, როგორც ციხის რკინის კარი ჭრიალით გააღეს და შემაგდეს, ასევე ააჩხაკუნონ იმ რკინის საკეტები და გამომიშვან, ოღონდ, კომპრომისი ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ იქნება.

მათ ეგონათ, ციხეში დავითრგუნებოდი, არ დავითრგუნე, გავძლიერდი, არ გადავიხადე გირაო და საკუთარ ტყუილებში გაიჭედნენ, ახლა ბოლომდე გაშიშვლდნენ. ბრძოლაში უნდა გამიშვათ, სიმართლისთვის”, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g