LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწორი  აღზრდა ნიშნავს, ვიქცეოდეთ ისე, როგორც გვინდა, რომ ბავშვები მოიქცნენ“ – თინათინ ჭინჭარაული

child

„აზროვნების აკადემია“  პროექტის  „სალონური საუბრები” ფარგლებში, სოციალურ ქსელში კლინიკური ნეიროფსიქოლოგის, თინათინ ჭინჭარაულის ლექციას აქვეყნებს. რას ნიშნავს ფრაზა, ვიყო კარგი მშობელი. რა მნიშვნელოვანი მომენტები უნდა გავითვალისწინოთ ამ პერიოდში, ამ თემას თინათინ ჭინჭარაული  ვრცელ ლექციას უძღვნის.

ლექციის მსვლელობისას ფსიქოლოგი ძიძებზეე, დიდ ქართულ ოჯახებზე, ბავშვის ინდივიდუალური განვითარების თავისებურებებზე საუბრობს.

ასევე მნიშვნელოვანია აღზრდისას აქცენტების სწორად დასმა, რადგან დღეს ბევრი მშობელი განვითარებას მხოლოდ ინტელექტუალურ ნაწილს უკავშირებს. ეს კი არ არის უმთავრესი. მაგალითად ბავშვისთვის ადრეული ასაკიდან აუცილებელია დამოუკიდებლად ისწავლოს გახდა და ჩაცმა. რას გვასწავლის ეს? ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის განვითარებისთვის. ეს პროცესი მას თანმიმდევრულობას ასწავლის. როგორც წესი, მშობლებს ურჩევნიათ ეს თავად გააკეთონ, დრო მოიგონ და ჩქარა დასვან ბავშვი სამეცადინოთ, თუმცა ამაზე უფრო მნიშვლევანი სწორედ სხვა უნარების განვითარებაა.

„ფორტუნა“ გთავაზობთ მთავარ ამონარიდებს ლექციიდან თემაზე, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა აღზრდის პროცესში:

1. აღზრდა არ შემოიფარგლება 5 წუთიანი ლექციით. ჩვენ ვერ დავაწესებთ აღზრდის საათებს;

2. სწორი აღზრდა ნიშნავს, ვიქცეოდეთ ისე, როგორც გვინდა, რომ ბავშვები მოიქცნენ;

3. მოთხოვნა „წიგნი წაიკითხე“ ან „რატომა არ კითხულობ“, ბავშვისთვის გაუგებარია, თუ ის ვერ ხედავს, რომ წიგნს თავად მშობელი კითხულობს;

4. მოთხოვნა „დაიცავი რიგი“, შედეგს არ მოგვცემს, თუ თავად მშობელი არ იცავს რიგს.

5. მოთხოვნა „დაიცავი სიჩუმე“, ასევე გაუგებარი ხდება, რადგან ხშირად ეს ასაკთან შეუსაუბამო მოთხოვნაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g