LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სწრაფად იკრიბებიან, ხელებს ერთმანეთს კიდებენ და ბომბსაფარში მიდიან” – მოხალისეები უკრაინელ ბავშვებს ომის შიშების დავიწყებაში ეხმარებიან

75
ing

24 თებერვალს, რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და დააზარალა. უკრაინის ომი განსაკუთრებით დამანგრეველ გავლენას ახდენს უკრაინელ ბავშვებზე, რომელთა რიცხვიც 7 მილიონზე მეტია.

მიმდინარე ომის ფონზე, კიევის მოხალისეები ბავშვებს შიშების დავიწყებაში ეხმარებიან და მათ უფასო შემოქმედებით გაკვეთილებს უტარებენ.

გაკვეთილებს UNICEF-ის მხარდაჭერილი საქველმოქმედო ორგანიზაციის Dobrodii Club-ის მოხალისეები მართავენ.

უკრაინის ომმა პატარებს ყველაფერი წაართვა, რასაც მათთვის ბედნიერება მოჰქონდა – სახლი, სკოლა, თამაშები, კლუბები, მეგობრები და ოჯახიც კი. მოხალისეები ყოველკვირეულ შემოქმედებით გაკვეთილებს სწორედ ბავშვობის ამ სიხარულის აღსადგენად ატარებენ. მათ UNICEF-ის მხარდაჭერით, 750 პატარას 70-ზე მეტი გაკვეთილი უკვე შესთავაზეს.

UNICEF წარმოგიდგენთ “Dobrodii Club”-ის ერთ-ერთ მოხალისეს, 22 წლის ელას, რომელიც ინიციატივის განხორციელებაში აპრილიდან ჩაერთო.

 

 

თანატოლების მსგავსად, მან ტრენინგი და კონსულტაციები გაიარა ფსიქოლოგებთან და ახლა, თავად უტარებს მოზარდებს ხელოვნების გაკვეთილებსა და სხვადასხვა თერაპიულ თამაშს.

ელას ესმის ბავშვებისთვის თამაშისა და შემოქმედების მნიშვნელობა. ის ასევე აფასებს, თუ რამდენად რთულია მშობლებისთვისაც, ასეთ მძიმე კრიზისულ ვითარებაში იზრუნონ შვილების უსაფრთხოებაზე და ასევე იფიქრონ მათ ფსიქოემოციურ საჭიროებებზეც.

ელა ამბობს, რომ კრეატიული გაკვეთილები ბავშვებს არა მხოლოდ მეგობრობისა და თამაშის საშუალებას აძლევს, არამედ ის უფროსებისთვისაც ერთგვარი ამოსუნთქვის და განტვირთვის შესაძლებლობაა.

მოხალისე ამბობს, რომ აქ, ახლა, უსაფრთხოება პრიორიტეტულია, ამიტომ როდესაც გაკვეთილების დროს, საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალი ისმის, ყველა ბომბსაფარისკენ მიეშურება.

“ყველაზე რთულია უარის თქმა და ყველას თავშესაფარში გაგზავნა, როცა ხედავ, როგორი ენთუზიაზმით მოდიან ბავშვები გაკვეთილზე”, – ამბობს ელა.

“ავიაიერიშების სირენების დროს ბავშვები იქცევიან როგორც მოზრდილები, არ სვამენ კითხვებს, სწრაფად იკრიბებიან, ხელებს ერთმანეთს კიდებენ და ერთად მიდიან ბომბის თავშესაფარში. იცით, ბავშვები, რომლებთანაც ვმუშაობთ, ძალიან ძლიერები არიან. ვხედავ, როგორ უძლებენ, ხანდახან უფროსებზე უკეთაც კი. ისინი მხარს უჭერენ მშობლებს, როცა იმედგაცრუებულნი არიან”, – ამბობს 22 წლის მოხალისე კიევიდან.

როგორც UNICEF-ში აცხადებენ, უკრაინის ომი დამანგრეველ გავლენას ახდენს ქვეყნის 7,5 მილიონ ბავშვზე.

“მათ გარშემო განხორციელებული ძალადობის შედეგად ათობით ადამიანი კვდება, იჭრება და ტრავმირებულია. ბავშვები და მათი ოჯახის წევრები მუდმივად შეშინებულები სასოწარკვეთილები არიან, რადგან მათი გარემო უსაფრთხო არ არის”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g