LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწრაფი კვების ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

118
fast food

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი კვების ბაზარზე მოქმედი კომპანიების დავაზე, შპს  „წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო. საკითხი ეხება ორი კომპანიის მხრიდან –  არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისებას/მიმსგავსებას.

ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე რეჟიმში, მოკვლევის 5 საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს –  საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, ბილეთების ონლაინ რეალიზაციის  და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში. 2023 წელს, უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.

magti 5g