ცოტა ხნის წინ ვიქტორია ბექჰემმა მაღალმთიან კურორტზე დასვენებისას ფეხზე ტრავმა მიიღო. ცნობილი დიზაინერი და მუსიკოსი თხილამურებზე სრიალისას დაშავდა და ფეხი მოიტეხა. როგორც ჩანს, მცირე ტრამვის მიუხედავად, ვიქტორია თავს მოდუნების საშუალებს არ აძლევს. მან სოციალურ ქსელში თავად გააზიარა ფოტო, როგორ ირგებს ის შესაბამისი ფერის ფეხსაცმელს და მას მეორეს უთავსებს. ერთ ფეხზე მას მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელია აცვია, მეორეზე კი, შავი ფერის ფიქსატორი უკეთია.
ვიქტორიამ გულშემატკივრებს მადლობაც გადაუხადა იმ წერილებისა და კომენტარებისთვის, რომელიც მან ფეხის მოტეხვის შემდეგ მიიღო.