შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ტაბულას“ პიკაპი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.
მათი ცნობით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე „ტაბულას“ პიკაპი საპატრულო პოლიციის ავტომობილს დაეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა სამართალდამცველი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, პიკაპის მძღოლი დაკითხვაზე არის გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან ვითარებაში გარკვევას და პიკაპის მოძიებას ითხოვენ.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ვერ პოულობენ ავტომობილს, რომელზეც ტექნიკა იყო განთავსებული
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ვერ პოულობდნენ პიკაპის ტიპის ავტომობილს, რომელზეც ხმის გამაძლიერებელი და სატელევიზიო ტექნიკა იყო განთავსებული. ავტომობილი ტელეკომპანია „ტაბულას“ ეკუთვნის.