საოჯახო ტექსტილის ბრენდი TAC -ი საქართველოში ფილიალების ქსელს აფართოებს.
10 ოქტომბრიდან, ქალბატონებს შეეძლებათ, სახლის თანამედროვე ტექსტილის შეძენა ვაკეში, ჭავჭავაძის №23-ში და გლდანში მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“, ხიზაბავრის ქ. №1. თვის ბოლომდე კი იგეგმება კიდევ ერთი რიგით მეშვიდე ფილიალის გახსნა, სავაჭრო ცენტრ East Point-ში.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ამჟამად TAC-ის ტექსტილი ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში მდებარე 6 ფილიალში. თუმცა, კომპანიის მენეჯმენტი მიზნად ისახავს უახლოეს მომავალში ფილიალების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით.
“არანაირი კომპრომისი ხარისხის ხარჯზე“ – ამ ლოზუნგით ოპერირებს TAC-ის მენეჯმენტი მთელი მსოფლიო გარშემო და საკუთარი ბრენდი ქვეშ აერთიანებს მაღალი ხარისხისა და თანამედროვე კოლექციებით გამორჩეულ ისეთ ტექსტილის ბრენდებს, როგორიცაა: TAC, Valeron, Pierre Cardin, Linens, Kristal, CASABEL, Brielle, teona, Bianca Luna და ა.შ”, – აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, TAC უმსხვილესი თურქული ჰოლდინგის ZORLU-ს წევრია, რომელიც 4 საქმიანობის არეალს აერთიანებს: ტექსტილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უძრავი ქონება და ელექტროენერგიის გამომუშავება.