LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თაიგული მამას“ – „გარდენიას“ დედოფალი და ზღაპრის გმირია და ცხოვრობს კიდეც ზღაპარში“ – ზურა შევარდნაძე ქალიშვილის უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

296
ზურა შევარდნაძე

ცნობილი მებაღე, „გარდენიას“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს თავისი ქალიშვილის, პატარა ესმას უსაყვარლეს ვიდეოს, სათაურით – „თაიგული მამას“.

ვიდეო: „მყავს არაჩვეულებრივი ქალიშვილი, 6 წლის ესმა შევარდნაძე და ის აძლევს ჩემს ცხოვრებას, ფერს, ძალას, სიხარულს“ – ზურა შევარდნაძე მამობაზე

გოგონა მამას ფერად „გარდენიაში“ ეწვია, საკრუთარი ხელით ულამაზესი თაიგული გააკეთა და მამას მიართვა:

„მამას თაიგულები უნდა გავუკეთო, დაბადების დღე არ აქვს, მაგრამ მაინც უნდა გავუკეთო ეს სილამაზე.

ოჰ! გიჟდება ყვავილებზე, აბა მებაღე არ არის მამაჩემი? მებაღეებს ყვავულები არ უყვართ?“, – ამბობს გოგონა ვიდეოში.

„ზღაპრის გმირია და ცხოვრობს კიდეც ზღაპარში“, „ამ პატარა ვიდეომ როგორ კარგად გაგვაცნო გარდენიას დედოფალი, მრავალჟამიერ თქვენს მამა-შვილობას“, „მამიკომ როგორ შეიცხადა ბროწეულის ყვავილი“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g