ტაილანდის კურორტზე პატანში, სავაჭრო ცენტრთან ორი აფეთქება მოხდა. შედეგად სულ მცირე 40 ადამიანია დაშავებული.
მედიის ცნობით, აფეთქდა მანქანა, რომელიც სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან იდგა. აფეთქებამდე მანქანიდან უცნობმა პირებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდასხმაში ბრალდებულები მუსლიმი სეპარატისტები არიან. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
VIDEO: Reported footage of the bombing in #Pattani #Thailand. – @NR_TRnews pic.twitter.com/NZKBRuc690
— Conflict News (@Conflicts) May 9, 2017
“პირველი აფეთქება შედარებით სუსტი იყო და არავინ დაშავებულა, თუმცა მეორე აფეთქება ძალიან ძლიერი იყო. დაშავებულია 40 ადამიანი, მათ შორის ერთი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება”, – აცხადებენ ადგილობრივი სამართალდამცველები.
2004 წლიდან სეპარატისტების ამბოხის შედეგად, ტაილანდში 6 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.