LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდის მეფემ ცოლად დაცვის უფროსი მოიყვანა

763
1000x-1

ტაილანდის მეფემ, მაჰა ვაჩირალონგკორნმა ცოლად საკუთარი პირადი დაცვის უფროსი, გენერალი სუთჰიდა მოიყვანა. გენერალი შაბათს ოფიციალური კორონაციის შემდეგ, ქვეყნის დედოფალი გახდება და სამეფო სტატუსი მიენიჭება.

ტაილანდური ტელევიზია, რომელმაც ეს ამბავი გაავრცელა, ეთერში გადასცა კადრები, სადაც ჩანს, რომ სუთიდა მეფის ფეხებთან წევს. მათი ცნობით, მეფეს მან ამ ფორმით ყვავილები და არომატული ჯოხები აჩუქა. სანაცვლოდ კი ძალაუფლებასთან ასოცირებული ტრადიციული საჩუქრები მიიღო.

 

66 წლის მეფე აქამდე სამჯერ დაქორწინდა, თუმცა სამივე ცოლს დაშორდა. მას 7 შვილი ჰყავს.

გენერალი, რომელიც ტაილანდის დედოფალი გახდება, 40 წლისაა და ის “ტაილანდის ავიახაზების” ბორტგამცილებელი იყო. სუთიდა სამეფო დაცვას 2013 წელს შეურთდა. 2014 წელს ის მაჰა ვაჩირალონგკორნმა პირადი დაცვის უფროსის თანაშემწედ დანიშნა, ხოლო 2016 წელს გენერლის ტიტული მიანიჭა.

სუთჰიდა რამდენიმე წელია მეფის პარტნიორია და მასთან ერთად საჯაროდ ხშირად ჩნდებოდა, თუმცა სამეფო ოჯახს მათი ურთიერთობა ამ დრომდე ოფიციალურად არ იყო დადასტურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g