LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდის პრინცი ოფიციალურ ვიზიტზე სანდლებითა და დახეული ჯინსებით ჩაფრინდა (ფოტო)

272

გერმანული გამოცემა „Bild” წერს, რომ ტაილანდის პრინცი, მახა ვაჩირალონგკორნი მიუნხენში სანდლებით, დახეული ჯინსებითა და თეთრი ტოპით ჩაფრინდა. სწორედ ამ ფორმაში გამოჩნდა მონარქი აეროპორტში, სადაც მას ოფიციალური პირები დახვდნენ. 53 წლის პრინცს ხელში საყვარელი პუდელი ეჭირა.

ამ შეხვედრის ამსახველი კადრები მალევე ინტერნეტშიც გავრცელდა. ცხადია, ფოტოებს მალევე მოჰყვა გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან. გაჩნდა ვერსიები, რომ ეს სულაც არაა ტაილანდის პრინცი. მით უმეტეს, რომ მონარქის საყვარელი პუდელი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g