LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაივანში ძაღლებს აღარ შეჭამენ

116

ძაღლები და კატები მენიუდან ამოიღეს – ტაივანი გახდა პირველი ქვეყანა აზიაში, რომელმაც საუკუნებიის წინ დამკვიდრებული ტრადიცია აკრძალა. ამიერიდან, შინაური ცხოველების ხორცის მირთმევა 8 ათასი დოლარით დაჯარიმდება. “დეილი მეილის“ ინფორმაციით, ცხოველების საკვებად გამოყენებას ტაივანში უკვე დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან, თუმცა კანონის სახე მას პირველად მისცეს. აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგსა და ჩინეთში ძაღლების დახოცვა ასევე აიკრძალა, თუმცა შესაბამისი რეგულაციების არ არსებობის გამო კანონს ძალიან ცოტა ადამიანი იცავს. რაც შეეხება ტაივანს, ძაღლების დახოცვის ფაქტის რამდენჯერმე დაფიქსირების შემთხვევაში დამნაშავეს 5 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები