LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაივანში სახის დამცავი ნიღბები უკვე სპეციალურ აპარატებში იყიდება (ვიდეო)

173
Capture

ტაივანში, სახის სპეციალური დამცავი ნიღბები უკვე სწრაფი გაყიდვის ავტომატებში იყიდება. პირველი ასეთი ავტომატი ტაიბეის რაიონის ჯანმრთელობის ცენტრში შეიქმნა და დაინსტალირდა, სადაც მხოლოდ ორ დღეში ავტომატის საშუალებით 2 500 ნიღაბი გაიყიდა.

ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ გზით ექიმებისა და ექთნების დროის დაზოგვა და ჯანმრთელობის გაფრთხილება იქნება შესაძლებელი.

თუმცა, სამწუხაროდ დამცავი აღჭურვილობის დეფიციტი კვლავ შეინიშნება, ამიტომ, ყველა მყიდველმა ნიღბის შეძენის ნებართვა ელექტრონულად უნდა მიიღოს. ტაივანის თითოეულ მოქალაქეს ორ კვირაში 9 ნიღბის შეძენის უფლება აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები