LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Takata-ს უსაფრთხოების ბალიშებს კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს

120
tesla

აშშ-ში უსაფრთხოების ბალიშის დეფექტის გამო მომხდარი მორიგი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპული 2002 წლის Honda Accord-ის მგზავრია და ეს რიგით 30-ე მსხვერპლია. „აკორდის“ გვერდითი უსაფრთხოების ბალიში ავარიის დროს აფეთქდა და ისევე როგორც სხვა შემთხვევების დროს მეტალის დეტალები გაისროლა, რაც გახდა კიდეც სალონში მყოფი მამაკაცის დაღუპვის მიზეზი.

Takata-ს ბალიშებს 15 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი საავტომობილო ბრენდების მანქანებს უყენებდნენ, მათ შორის იყვნენ – Audi, Nissan, Toyota, Ford, Mitsubishi, Subaru, BMW, Mazda, Ford და ბევრი სხვა. პოტენციურად საშიში მანქანები უკვე 10 წელზე მეტია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და 12 ბრენდსა და 50 მილიონამდე მოდელს მოიცავს.

წინა სასიკვდილო შემთხვევა ფლორიდაში, ამ წლის ზაფხულში მოხდა. მაშინ ბალიშის მსხვერპლი 2006 წლის Ford Ranger-ის მძღოლი გახდა. მამაკაცი უმნიშვნელო ავარიაში მოხვდა და რომ არა ბალიშის დეფექტი მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად არ დაემუქრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები