LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Take 6 თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დღეს კონცერტს გამართავს

160

ვოკალური ჯაზჯგუფი Take 6 უკვე საქართველოშია. ისინი მეორე დღეა, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რეპეტიციას გადიან, რათა მსმენელის წინაშე, ჯანსუღ კახიძის ცენტრში, კახიძის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გახსნაზე წარდგნენ. კონცერტი დღეს, საღამოს რვა საათზეა დაგეგმილი.

Take 6 – პოპულარული ამერიკული ჯგუფია, რომელიც აკაპელას გოსპელის ჟანრში ასრულებს; ჯგუფი ასევე მღერის თანამედროვე R & B-სა და ჯაზის სტილში. Take 6 ჩამოყალიბდა 1980 წელს და არსებობის განმავლობაში 10 „გრემის“ მფლობელი გახდა.

ჯგუფი თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: რეი ჩარლზი, გორდონ გუვინი, დონ ჰენლი, უიტნი ჰიუსტონი, ქუინსი ჯონსი, ლუის მიგელი, მარკუს მილერი, სტივ უანდერი და სხვა.

რაც შეეხება ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 მუსიკალურ ფესტივალს, ის კომპოზიტორისა და დირიჟორის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2015 წელს დაფუძნდა. მისი პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით სინთეზზე და განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის.

13214797_1187333171307091_310276270_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები