LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Take That ორიგინალური შემადგენლობით საიუბილეო ტურნეს გამართავს

64

ბრიტანული პოპ-როკ კოლექტივი Take That ორიგინალური შემადგენლობით ხმაურიან დაბრუნებას გეგმავს. 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოი-ბენდი საიუბილეო ღონისძიებისთვის გაერთიანდება. ჯგუფის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები დიდ საკონცერტო ტურნეს გამართავენ.

Take That 25 წლის იუბილეს ზეიმობს, გასტროლები სტარტს 2017 წელს აიღებს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ამჟამინდელ შემადგენლობაში გარი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი და მარკ ოუენი შედიან. გასულ წელს კოლექტივი ჯეისონ ორანჯმა დატოვა, ხოლო 2011 წელს მას რობი უილიამსი გამოაკლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები