LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი: პრეზიდენტი ჩემგან არ არის განებივრებული დიდი ქათინაურებით, გუშინ მომეწონა, მაგრამ მის განცხადებებს არ მოჰყვება მოქმედებები

380
fot

პრეზიდენტი ჩემგან არ არის განებივრებული დიდი ქათინაურებით, რადგან მოქმედებას ვთხოვ, მაგრამ გუშინ მომეწონა, – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ზურაბიშვილის განცხადებებს, ქმედებები არ მოჰყვება.

„ქალბატონი პრეზიდენტი ჩემგან არ არის განებივრებული დიდი ქათინაურებით, არ გამოვირჩევი ამით მის მიმართ, რადგან მოქმედებას ვთხოვ, მაგრამ გუშინ მომეწონა. იმ სიტუაციაში ხომ უფრო კარგია, რომ ღარიბაშვილივით არ გამოვიდა, ამიტომ მომეწონა, მაგრამ მის ასეთ განცხადებებს არ მოჰყვება მოქმედებები. მე მაინც მგონია, რომ გარკვეულწილად ის არის ბიძინა ივანიშვილის პროგრამა „ბე“, რომელიც ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ რუსეთი მარცხდება და მგონია, დასავლეთის გზაზე მას სჭირდება ზურაბიშვილის ინსტიტუცია გარკვეული საქმისთვის. ასე დავინახე, ვნახოთ. მან თუ მართლა არაფერი გააკეთა, რა თქმა უნდა, ჩემი აზრი გამართლდება. მინდა, რომ ასე არ იყოს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი“. ნუთუ, ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!“ – სალომე ზურაბიშვილი

„ბოდიშს გიხდით..“ – სალომე ზურაბიშვილი გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს მიმართავს 

„ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს.. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს“ – პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g